მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებას, საპატრიარქოს სრული მხარდაჭერა აქვს
მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებას, საპატრიარქოს სრული მხარდაჭერა აქვს. პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრას, ნაყოფიერი და საქმიანი უწოდა პროტო-პრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. ასევე ხაზი გაესმება, მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ქვეყნის თანამედროვეობაში.
