მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებას საპატრიარქოს სრული მხარდაჭერა აქვს
მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსის კიდევ უფრო გამყარებას საპატრიარქოს სრული მხარდაჭერა აქვს. პროტო-პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პრემიერ-მინისტრსა და უმრავლესობის ლიდერთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერსა და საქმიანს უწოდებს. ზვიადაძის განცხადებით, საუბარია საქართველოს ეკლესიის როლისა და მისი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ცვლილებები კი პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ დააანონსა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. ასევე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ქვეყნის თანამედროვეობაში.