საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა
საქართველო პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემიის რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამერიკული ტელეკომპანია სიენბისის ინფორმაციით, პარალიმპიური ჩემპიონებისთვის დაწესებული ფულადი ჯილდოს მოცულობით, საქართველოს მხოლოდ სინგაპური უსწრებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩემპიონებისთვის დაწესებული პრემია მილიონი ლარია. ვერცხლის მედალოსნებისთვის - ნახევარი მილიონი, ბრინჯაოს მედალოსნებს კი - 250 ათასი ლარი გადაეცემათ.
