აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის ტერიტორიაზეც
აფეთქებების ხმა ისმის რუსეთის ტერიტორიაზეც. უკრაინელები უპილოტო საფრენი აპარატებით თავს რუსეთის რამდენიმე რეგიონს დაესხნენ. 10-მდე დრონი ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოსკოვის ოლქში. ერთ-ერთი სავარაუდოდ კაპოტნის რაიონში მდებარე ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ჩავარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში სულ 160-ზე მეტი უპილოტო აპარატის განეიტრალება მოხერხდა