ბიძინა ივანიშვილი: განსაკუთრებული მომენტი გვიდგას - ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად, მმართველ გუნდს ამისათვის მაქსიმალური ლეგიტიმაცია სჭირდება. საპატიო თავმჯდომარემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ურთულეს ვითარებაში, ქვეყანას 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. მან მოსახლეობას პირობა მისცა, რომ არჩევნების შემდეგ გაასამართლებენ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო
