ბუდაპეშტში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები 5 კიკბოქსიორის შემადგენლობით გამოვიდა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები 5 კიკბოქსიორის შემადგენლობით გამოვიდა. ტურნირზე დავით ხვიტიამ მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მირიან ლურსმანაშვილი და იური სოზიაშვილი მეორე პოზიციას დასჯერდნენ. მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 110 სპორტსმენი ასპარეზობდა.
