სერბეთის პრეზიდენტს არ სჯერა, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება
სერბეთის პრეზიდენტს არ სჯერა, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანდება. ამის შესახებ მან პრაღაში უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სერბეთი ოთხ წელიწადში ევროკავშირის წევრი იქნება და არც საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას აპირებს. მანამდე უსაფრთხოების კონფერენციაზე მონტენეგროს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა 2028 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.
