აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება
აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. 125-ადგილიან პარლამენტში სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად 990 კანდიდატი იბრძვის. საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ნოემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ამავე პერიოდში ბაქოში კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაეროს 29-ე კონფერენციის ჩატარება იგეგმება, რის გამოც მმართველი პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით მიმართეს. აზერბაიჯანმა მინი მეჯლისი ინლისის ბოლოს დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები პირველ სექტემბერს დანიშნა.
