ღაზის სექტორში პოლიო მიელიტის ვაქცინაცია დაიწყო
ღაზის სექტორში პოლიო მიელიტის ვაქცინაცია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში 640 ათასამდე ბავშვის აცრა იგეგმება. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მოთხოვნით, ისრაელი ანკლავში ჰუმანიტარული პაუზების ამოქმედებას დათანხმდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 3 დღის განმავლობაში, დილის 06:00 საათიდან 15:00 საათამდე იმოქმედებს. ვაქცინაციის გადაწყვეტილება ჯანმომ მას შემდეგ მიიღო, რაც ღაზის სექტორში 10 თვის ბავშვს პოლიომიელიტი დაუდგინეს.
