ზელენსკი: უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება
„უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო აეროდრომებისა და ინფრასტრუქტურის დაბომბვის საშუალება მისცენ, რაც მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად არის აუცილებელი.
