დღეს იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება
დღეს იუსტიციის სახლის ფილიალებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება. დაინტერესებულ პირებს, სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში. ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა ხვალ, 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.
