მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა
მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა. შედგა შეთანხმება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო ისტორიულად ამაყობს როგორც რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, ისე მართლმადიდებლობით, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი საფუძველია. ამ თემაზე ისაუბრა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მყარი ჩანაწერი გაჩნდება კონსტიტუციაში, რომლითაც განისაზღვრება ახლებურად მართლმადიდებლობის სტატუსი და ეს აისახება მართლმადიდებელ ეკლესიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტზე ჩვენი ქვეყნისთვის.
