ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდეს ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა
ავსტრიის ბუნდეს ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა ოთარ კიტეიშვილმა. შტურმმა საშინაო შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიშით 0:2 აგებდა, მაგრამ კიტეიშვილმა თამაში შემოატრიალა, 44-ე წუთზე ეფექტური თავური დარტყმით გოლი გაიტანა და სხვაობა შეამცირა, ხოლო მისი გადაცემით 66-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში 8,6 ქულა მიიღო, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
