ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა“ გალაკონცერტით დასრულდა
ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა“ გალაკონცერტით დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიებები. მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი და საგამოფენო სივრცეები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით. საპატიო მოხევის სტატუსით ოთხი ადგილობრივი დააჯილდოვეს.
