ნანა მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მარინა ბერიძის გამოსვლას ეხმიანება
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ნანა მაჭავარიანი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ მიწვეული ენათმეცნიერის, მარინა ბერიძის გამოსვლას ეხმიანება. მაჭავარიანი აცხადებს, რომ მარინა ბერიძის პოზიცია ენათმეცნიერების ინსტიტუტის პოზიციას არ შეესაბამება და მის გუშინდელ გამოსვლას ემიჯნება. მისი თქმით, არც ენათმეცნიერის გამოსვლა იყო დამაჯერებელი. ცნობისთვის, მოსარჩელე მხარემ ენათმეცნიერი მარინა ბერიძე სასამართლოში იმისთვის მიიყვანა, რომ გამჭვირვალობის კანონში გამოყენებული სიტყვების ნეგატიურობა დაედასტურებინა. პარლამენტის წარმომადგენლებმა, კი ის სიცრუეში ამხილეს.