ყაზბეგი დღეს ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ყაზბეგობას" მასპინძლობს
ყაზბეგი დღეს ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ყაზბეგობას" მასპინძლობს. სტეფანწმინდის სპორტულ მოედანზე, მოწყობილია საბავშვო გასართობი და საგამოფენო სივრცეები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით. საპატიო მოხევის სტატუსით ოთხი ადგილობრივი დაჯილდოვდება. დღის ბოლოს გაიმართება გალა კონცერტი
