მზადება არეულობისათვის
მზადება არეულობისათვის. ეკა გიგაური, ზვიად ქორიძე, ევრო კლუბის ხელმძღვანელი ნიკა გურინი და კეზერაშვილის ტელევიზიის წარმომადგენელი ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდნენ. ქრონიკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეკა გიგაურმა თქვა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ პროვოკაციებისა და არეულობის მოსაწყობად, სწორედ ახალგაზრდების ორგანიზება და დატრენინგება მოხდება. რაც შეეხება საჭირო ფინანსებს, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამავე შეხვედრაზე, ეკა გიგაური თანხების ესტონეთისა და რუმინეთის გავლით შემოტანაზე საუბრობდა. მმართველი გუნდისთვის ყველაფერი ნათელია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რადიკალები შეეცდებიან წაგებული არჩევნები როგორმე პროვოკაციებით გადაფარონ
