საპროტესტო აქციების ორგანიზატორების, მოძრაობა „სირცხვილიას“ სკანდალური აღიარება
საპროტესტო აქციების ორგანიზატორების, მოძრაობა „სირცხვილიას“ სკანდალური აღიარება. ორგანიზაცია, რომელიც ცდილობდა საზოგადოებისთვის დაეჯერებინა, რომ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, მათ აგენტებად გამოაცხადებდნენ, აღიარეს, რომ კანონში სიტყვა აგენტი საერთოდ არ წერია და თქვეს, რომ „უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში“ დარეგისტრირდებიან. როგორც „სირცხვილიას“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე ამბობს, კანონის ახალი რედაქციით „აგენტის“ სტატუსი კანონში გათვალისწინებული არ არის, ამიტომ თვითონ რეგისტრაცია ან არ რეგისტრაცია არ განაპირობებს აგენტის სტატუსს მიიღებს თუ არა ორგანიზაცია. ასევე ვიდეო რგოლში ნათქვამია, რომ თითოეულმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება დარეგისტრირება არ დარეგისტრირების შესახებ უნდა მიიღოს იმის მიხედვით, თუ რა არის საუკეთესო მათი მისიისთვის და მიზნებისთვის
