ზუგდიდში 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა
ზუგდიდში 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა. მედალოსნებს სიგელები და საჩუქრები ზუგდიდის მერმა, მოადგილეებთან ერთად გადასცა. დაჯილდოვდა 177 წარმატებული მოსწავლე, მათ შორის 134 ოქროსა და 43 ვერცხლის მედალოსანია.
