„მთის ამბების” რედაქტორის შეცვლილი რიტორიკა
„მთის ამბების” რედაქტორის შეცვლილი რიტორიკა. თუ ადრე გელა მთივლიშვილისთვის გამჭვირვალობა პრობლემა არ იყო, ახლა პირდაპირ ამბობს, რომ დიდი პრობლემაა. მისი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის მხარდაჭერისთვის მიღებული თანხების შემომწირველთა ვინაობა და შენატანების მოცულობა კონფიდენციალურია და ეს ადამიანები თანხას იმ პირობით სწირავდნენ, რომ მათი ვინაობა არ გამჟღავნდებოდა. მანვე აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ დანართი პირველით, ვალდებული ხდება დაარღვიოს კონფიდენციალურობის პირობა და გასცეს შემწირველების ვინაობა, რასაც არც გასულ წელს და არც ახლა საგადასახადო კანონმდებლობა არ ავალდებულებდა
