რთული ვითარება უკრაინის ფრონტზე
დასავლური მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ფრონტის ხაზზე შექმნილი რთული ვითარების გამო აკრიტიკებენ. კურსკის რაიონში სამხედრო ოპერაციამ ოკუპანტის უკრაინაში წინსვლა ვერ შეაჩერა. პარალელურად, რუსეთის მასშტაბური იერიშების ფონზე უკრაინა დასავლეთს მეტ სამხედრო დახმარებასა და რუსეთის ტერიტორიაზე მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების ნებართვას კვლავ სთხოვს. პარტნიორები ჯერ რუსეთზე დასავლური იარაღით დარტყმების აკრძალვის მოხსნაზე ვერ თანხმდებიან.
