მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში
27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო პირველად უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიების საქართველოში გამართვის შესახებ ინფორმაცია, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ეწვევიან. ღონისძიების ფარგლებში გამართულ სადისკუსიო პანელებზე, ტურიზმის განვითარებასა და ამ მიმართულებით მშვიდობის ფაქტორის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.