ილია დარჩიაშვილის შეხვედრა კოლეგებთან
დღესვე აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ილია დარჩიაშვილი შეხვდა. მხარეებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის გლობალური პარტნიორობის განმტკიცებისა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპაციის საკითხსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.
