პრემიერ-მინისტრის შეხვედრა
აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მათ პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრისას ირაკლი კობახიძემ მაღალი რანგის სტუმრებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მათი ქვეყნების მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე ყურადღება დაეთმო კარიბის ზღვის რეგიონთან და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. განიხილეს ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობის შესაძლებლობებიც.
