ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ბელგიურ კომპანია “იან დე ნულთან” გაფორმდა, რომელიც საზღვაო მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა. „იან დე ნული“, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად, ეგრეთ წოდებული, დიდი ოთხეულიდან შეირჩა. კომპანია 1938-ტ წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა ორნახევარი მილიარდი ევროა და დასაქმებული ჰყავს 7-ი ათასზე მეტი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა, პანამის არხის გაფართოება, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, საზღვაო პორტი ნადორში, ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.