ტექნოლოგიური ჰაბი ქუთაისში
პრემიერ-მინისტრი ,,ამიდი გრუპის’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის ,,ფლაგ ენდ ფლეის’’ დამფუძნებელს, საიდ ამიდს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში. შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში, “ამიდი გრუპისა” და “ფლაგ ენდ ფლეის” შესაძლო ჩართულობის შესახებაც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო შუა დერეფნის ინიციატივას და პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
