სარჩელი არგუმენტების გარეშე
გამჭვირვალობის მოწინააღდეგეთა სარჩელის განხილვის მეორე დღე საკონსტიტუციო სასამართლოში. ისევე როგორც გუშინ, დღესაც მოსარჩელეთა სამართლებრივი არგუმენტები ვერავინ მოისმინა. სხდომაზე ადგილი ჰქონდა დესტრუქციასაც, როდესაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს. პროცესზე ზეწოლას ქუჩიდან ცდილობდა ნაციონალური მოძრაობა.
