გერმანიამ ავღანელი მსჯავრდებული მიგრანტების სამშობლოში დეპორტცია განაახლა
გერმანიამ ავღანელი მსჯავრდებული მიგრანტების სამშობლოში დეპორტცია განაახლა. როგორც როიტერი იუწყება, პირველი სადეპორტაციო რეისი ქაბულის მიმართულებით დღეს შედგა. ლაიფციგის აეროპორტიდან აფრენილ რეისზე, სისხლის სამართლის 28 დამნაშავე იმყოფებოდა. ავღანელი მსჯავრდებულების დეპორტაცია გერმანიამ კატარის შუამავლობით, რამდენიმეთვიანი საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ განაახლა. გერმანიის მთავრობამ რეგიონში საკვანძო პარტნიორებს პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
