სერბეთი საფრანგეთისგან 12 ავიაგამანადგურებელს შეიძენს
სერბეთი საფრანგეთისგან 12 ავიაგამანადგურებელს შეიძენს. აღნიშნული ინფორმაცია, ემანუელ მაკრონის ბელგრადში ოფიციალური ვიზიტის დროს გასაჯაროვდა. შესაბამის ხელშეკრულებას ფრანგული ავიამწარმოებელი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და სერბეთის თავდაცვის მინისტრმა, ხელი უკვე მოაწერეს. ცერემონიას საფრანგეთის და სერბეთის პრეზიდენტებიც დაესწრნენ. ხელშეკრულების თანახმად, სერბეთი 12 ფრანგულ ავიაგამანადგურებელს 2029 წლის ბოლომდე მიიღებს. აქამდე სერბეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ტრადიციული მიმწოდებელი რუსეთი იყო.
