ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადება
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე ომების ფონზე, ევროპამ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტად უნდა იზრუნოს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია, ევროპას თავდაცვისა და მოწინააღმდეგის შეკავების საკუთარი საშუალებები უნდა ჰქონდეს. ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ევროკავშირში სამხედრო წარმოების მასშტაბები უნდა გაიზარდოს.
