ჟოზეფ ბორელის გაცნხადება
საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას, დაპირებული მილიონიდან, 700 ათას საარტილერიო ჭურვს მიაწვდის. ბორელის თქმით, ევროპის სამხედრო საწარმოები საბრძოლო მასალების წარმოების სიმძლავრეს ზრდიან და კიევის დახმარებას გააგრძელებენ. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ასევე თავდაცვის მინისტრებმა, ბრიუსელში არაფორმალურ სამიტებზე განიხილეს.
