უკრაინის სუმის ოლქში ოკუპანტმა სარაკეტო იერიში განახორციელა
უკრაინის სუმის ოლქში ოკუპანტმა სარაკეტო იერიში განახორციელა. თავდასხმის შედეგად, ერთ- ერთ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა 2 და დაშავდა 11 ადამიანი. პარალელურად, მძიმე ბრძოლები გრძელდება უკრაინის ქალაქ პოკროვსკთან. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ფრონტის ამ წერტილში რთული ვითარებაა . საოკუპაციო ძალები წინ მიიწევენ და უკრაინის არმიისთვის მომარაგების გზების გადაჭრას ცდილობენ.