ფოთის მალთაყვის სანაპირო 30 და 31 აგვისტოს ზაფხულის ზღვისპირა საღამოებს მასპინძლობს
ფოთის მალთაყვის სანაპირო 30 და 31 აგვისტოს ზაფხულის ზღვისპირა საღამოებს მასპინძლობს. 30 აგვისტოს მაყურებლის წინაშე წარდგებიან ჯგუფი რეგიონი, ბენდი ერთი მეოთხედი და ლინდა ადამია. ასევე, მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს სანაპიროზე შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში. 31 აგვისტოს კი პირველად, ფოთში ჩატარდება გრანდიოზული სპორტული ღონისძიება - შერეული საბრძოლო ხელოვნების შეჯიბრი. დღის ბოლოს კი გაიმართება: რეპერების ტაჰას და ბანის კონცერტი.
