27 სექტემბერს პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს
27 სექტემბერს პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს, - ღონისძიების ანონსი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ ფეისბუქის და ინსტაგრამის გვერდებზე გამოაქვეყნა. ტექსტით-საქართველოში, 27 სექტემბერს კულტურების გაცნობით, მდგრადი ტურიზმითა და დიალოგით ჩვენ შეგვიძლია ტურიზმი კონფლიქტების მოგვარებისა და გლობალური ჰარმონიის ძალად ვაქციოთ. მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელებიც