ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ბელგიურ კომპანია იან დე ნულთან გაფორმდა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება, ბელგიურ კომპანია იან დე ნულთან გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით. „იან დე ნული“, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად, ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. ,,იან დე ნულ“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა ორნახევარი მლრდ. ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში, ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო. კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.