პრემიერ-მინისტრი ,,ამიდი გრუპის’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის ,,ფლაგ ენდ ფლეის’’ დამფუძნებელს - საიდ ამიდს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ,,ამიდი გრუპის’’ და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის ,,ფლაგ ენდ ფლეის’’ დამფუძნებელს - საიდ ამიდს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს შეეხო. ხაზი გაესვა საქართველოს წამყვან პოზიციებს საერთაშორისო რეიტინგებში. შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხზე და ამ პროცესში ამიდი გრუპის და ფლაგ ენდ ფლეის შესაძლო ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. ამ კონტექსტში, საუბარი შეეხო შუა დერეფნის ინიციატივას და ამ პროექტში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ისაუბრეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით აიტი ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულ პროექტებზე და ამ მიმართულებით, ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე.
