14 აგვისტოს ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაციის, ყვარლის ევროკლუბის ოფისში შეხვედრა გაიმართა
14 აგვისტოს ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაციის, ყვარლის ევროკლუბის ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა გურინი, ეკა გიგაური და ზვიად ქორიძე, ასევე ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი. ქრონიკის ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ძირითადად საუბრობდა ეკა გიგაური, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს ქართული ოცნება და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, მისი მიზანია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინოს ახალგაზრდების ორგანიზება, როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ ,საპროტესტო აქციებისა და პროვოკაციების ორგანიზების მიზნით.