საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა
სექტემბერში გასამართი უეფას ერთა ლიგის შეხვედრებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. ვილი სანიოლმა ჩეხეთისა და ალბანეთის გუნდებთან გასამართი მატჩების გარდა, ორ დებიუტანტზე და ნაკრებში ირაკლი აზაროვის დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა. 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. სამ დღეში კი სტუმრად ალბანელებს შეხვდებიან. პრესკონფერენციაზე სანიოლთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი იმყოფებოდა.
