დემოკრატიული ფესტივალი
ოფიციალური წერილზე და კითხვაზე, იღებს თუ არა დანიის საელჩო პასუხისმგებლობას დემოკრატიული ფესტივალის ჩატარებაზე, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტია, დიპლომატიურმა უწყებამ კითხვის ადრესატად დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიგვითითა, საიდანაც პასუხს ამ დრომდე ველოდებით. დემოკრატიის ფესტივალი კი თბილისში ხვალ იმართება. ფესტივალის კიდევ ერთი ორგანიზატორი „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, მრავალპარტიული დემოკრატიისთვისაა“, რომლის დამფუძნებელიც პოლიტიკაში წასული ლევან ცუცქირიძეა.