14 აგვისტოს ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაციის, ყვარლის ევროკლუბის ოფისში შეხვედრა გაიმართა - პოლიტიკური შეფასებები
14 აგვისტოს ყვარელში, არასამთავრობო ორგანიზაციის, ყვარლის ევროკლუბის ოფისში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა გურინი, ეკა გიგაური და ზვიად ქორიძე, ასევე ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე ძირითადად საუბრობდა ეკა გიგაური, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად, მისი მიზანია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინოს ახალგაზრდების ორგანიზება, როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ, საპროტესტო აქციებისა და პროვოკაციების ორგანიზების მიზნით. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გიგაურის განცხადებით, ამ მიზნით ისინი დაფინანსებებს მიიღებენ უცხო ქვეყნიდან. თანხა ქვეყანაში შემოვა ესტონეთისა და რუმინეთის გავლით. აღნიშნულ ქვეყნებში და ძირითადად ესტონეთში, უკვე შეიქმნა ენჯეოები, რომლებიც ოფისებს გახსნიან საქართველოში. ამის საშუალებით ისინი გვერდს აუვლიან ახალ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და არ მოახდენენ დამფინანსებელთა გაშიფვრას. გიგაურის თქმით, უახლოეს მომავალში ისინი დაიწყებენ ტრენინგებს, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ახალგაზრდების მობილიზებისა და აქციებისთვის. აკეთებენ თუ არა კომენტარს შეხვედრის მონაწილეები და რას აცხადებენ ისინი?
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
