ბუენოს აირესის პოლიციამ იტალიის მიერ ძებნილი, ე.წ წითელი ბრიგადის ყოფილი წევრი ლეონარდო ბარტულაცი დააკავა
ბუენოს აირესის პოლიციამ იტალიის მიერ ძებნილი, ე.წ წითელი ბრიგადის ყოფილი წევრი ლეონარდო ბარტულაცი დააკავა. ადამიანების გატაცებასა და სხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში ბრალდებული წლების განმავლობაში არგენტინას თავს ლტოლვილის სტატუსით აფარებდა. მისი დაკავება კი ქვეყნის ხელისუფლების მიერ ამ სტატუსის გაუქმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ე.წ წითელი ბრიგადა რადიკალური მემარცხენე დაჯგუფებაა, რომელიც იტალიაში გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში მოქმედებდა. სწორედ ამ კრიმინალური დაჯგუფების მიერ მოხდა 1978 წელს, იტალიის პრემიერ-მინისტრის ალდო მოროს გატაცება და მკვლელობა.
