შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პირდაპირი დიალოგი გამართონ
შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პირდაპირი დიალოგი გამართონ. ცნობას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე პეკინში ვიზიტით მყოფმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმსჯელეს. თუმცა როდის გაიმართება ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის დიალოგის შესახებ მოლაპარაკებები, ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ლიმაში დაგეგმილ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 15 – 17 ნოემბერსაა დაგეგმილი.
