„ისლამური ჯიჰადის“ მეთაურისა და 4 მებრძოლის ლიკვიდაცია
ისრაელი იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ირანის მიერ მხარდაჭერილ, „ისლამური ჯიჰადის“ მეთაურისა და 4 მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება. ცახალის ცნობით, ოპერაცია ტულკამისა და ჯენინის რაიონებში, ჯავშანტექნიკისა და დრონების გამოყენებით გრძელდება. ისრაელი ამტკიცებს, რომ ირანის დასავლეთ სანაპიროზე მოქმედ გასამხედროებულ დაჯგუფებებს, იარაღით ამარაგებს და სამხედრო დახმარებას უწევს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ღაზის ჩრდილოეთით, სამხედრო მოქმედებების არეალის გაფართოების გეგმის შესახებაც იუწყება, მისი თქმით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჰეზბოლას იერიშების გამო ევაკუირებული მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნება მოხდეს.
