პენტაგონი, წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ სანავთობო ტანკერზე თავდასხმის შედეგად, ეკოლოგიური კატასტროფის რისკზე მიუთითებს
პენტაგონი, წითელ ზღვაში ჰუსიტების მიერ სანავთობო ტანკერზე თავდასხმის შედეგად, ეკოლოგიური კატასტროფის რისკზე მიუთითებს. საგანგებო განცხადება შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების პრესმდივანმა გააკეთა. მისი თქმით, ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ხომალდ სოიუნიონის ბორტზე არსებული, ნედლი ნავთობით სავსე რეზერვუარები არ დაზიანებულა, თუმცა ხომალდზე მიტანილი იერიშების შედეგად ბორტზე ხანძრის რამდენიმე კერა მძვინვარებს. დარტყმის ადგილიდან კი ნავთობის გაჟონვა ხდება.