როსტოვის ოლქში, ნავთობის მეორე საცავში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
როსტოვის ოლქში, ნავთობის მეორე საცავში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რის გამოც, კამენსკის რაიონში მაღალი განგაშის რეჟიმია დაწესებული. რაიონის ადმინისტრაციის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას საგანგებო სამსახურები ცდილობენ. ვითარება კონტროლს ექვემდებარება.