უკრაინა- პოკროვსკის მიმართულება საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული წერტილია
უკრაინა- პოკროვსკის მიმართულება საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყველაზე რთული წერტილია. რუსული საოკუპაციო ძალები რეგიონის ხელში ჩაგდების მიზნით ერთდროულად ორ ტაქტიკურ ოპერაციას ატარებს. ამის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი იუწყება. ფაქტს ადასტურებს უკრაინის შეიარაღებული ძლების მთავარსარდალიც და აცხადებს, რომ ოკუპანტები უკრაინის თავდაცვით ხაზის გარღვევას ცდილობენ. პარალელურად რუსეთი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ორი დასახლებული პუნქტის დაკავების შესახებ იუწყება. უკრაინის თავდაცვის ძალები კი გასული დღე-ღამის განმავლობაში, 1 200 ოკუპანტის, მტრის კუთვნილი 23 საარტილერიო სისტემისა და 3 ტანკის განეიტრალების შესახებ იუწყება.
