წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა
წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. ახალგორი-ქურთას 3-ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს, წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. როგორც მინისტრმა თქვა პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებასა და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
