კახეთში, მევენახე-ფერმერების სეტყვისგან დაზიანებული, ჯამში 1 800 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია
კახეთში, მევენახე-ფერმერების სეტყვისგან დაზიანებული, ჯამში 1 800 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დაზიანებულ ყურძენს თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში 2 ლოკაციაზე 1.00 ლარად იბარებდა. 23 აგვისტოს გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები, 120 ჰექტარზე მეტი ფართობი დააზიანა.
