საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება
საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე სარჩელის განხილვა, დღეს გაგრძელდება. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნები შეამცირა და პირველივე დღეს, კონსტიტუციის მეთერთმეტე მუხლთან დაკავშირებით მოთხოვნა სარჩელიდან ამოიღეს, რაც დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობდა. სახელისუფლებო გუნდის წევრების შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ და მათი მიზანი რეალურად არის პოლიტიკაში დახარჯული უცხოური ფულის გაუმჭვირვალედ დარჩენა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას გამჭვირვალობის შესახებ კანონი.
