ყვარელში, 14 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში გამართული შეხვედრის დეტალები
ყვარელში, 14 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია „ყვარლის ევროკლუბის“ ოფისში გამართული შეხვედრის დეტალები. „ქრონიკის“ ინფორმაციით ამ შეხვედრაზე ძირითადად საუბრობდა ეკა გიგაური, რომელმაც აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებს მოიგებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შანსი არ აქვთ, შესაბამისად მისი მიზანია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მოახდინოს ახალგაზრდების ორგანიზება, როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე დასრულების შემდეგ საპროტესტო აქციების მიზნით. გიგაურის განცხადებით ისინი დაფინანსებებს მიიღებენ უცხო ქვეყნიდან. თანხა კი, ქვეყანაში შემოვა ესტონეთისა და რუმინეთის გავლით. „ქრონიკის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ქვეყნებში და ძირითადად ესტონეთში, უკვე შეიქმნა ენჯეოები, რომლებიც ოფისებს გახსნიან საქართველოში. ამის საშუალებით ისინი გვერდს აუვლიან ახალ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და არ მოახდენენ დამფინანსებელთა გაშიფვრას. „ქრონიკის“ ინფორმაციით, გიგაური უახლოეს მომავალში გეგმავს ტრენინგების დაიწყებს, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ახალგაზრდების მობილიზებისა და აქციებისთვის.
